ფეხბურთი

14:33 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაცია "დინამო" ბათუმისა და "სამგურალის მატჩზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, ბათუმის დინამოსა და წყალტუბოს სამგურალს შორის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

"ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია ძალადობისის ნებისმიერი ფორმა, რაც მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანზე. მათ შორის, მსაჯზე თავდასხმა, მოედანზე შევარდნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ვანდალიზმი და სხვა.

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილვევლი კომიტეტი, მომხდარს როგორც ოფიციალური პირების მოხსენების, ისე არსებული კადრებისა და ფაქტების საფუძველზე გამოიძიებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ინციდენტში ჩართული ყველა პირის მიმართ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში დინამო თბილისსმა "თელავთან" ქულები დაკარგა, რის შემდეგაც აჭარულ გუნდს გალიდერების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, 1:2 თავად დამარცხდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

0.094668