ფეხბურთი

12:17 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს მაროკოსთან მატჩში ვერ დაეხმარება

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, „ნაპოლის“ ფეხბურთელი შეკრებაზე არ იქნება, რადგან კვარა ისევ ტრავმირებულია და სპარინგისთვის გარისკვა ბუნებრივია მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

კვარაცხელიას ნაცვლად ვილი სანიოლმა გუნდში „დინამო ბათუმის“ ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი გამოიძახა. საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს შეიკრიბება, ხოლო არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო თბილისი"), საბა საზონოვი ("დინამო", რუსეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო")

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი"), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი"), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი“), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია)

თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ თამაშს ერთწლიანი და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, რომლის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

0.118375