კალათბურთი

12:50 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟოელ ემბიდის შოუ და 59 ქულა "იუტა ჯაზთან" (+VIDEO)

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს „ფილადელფია სიქსერსმა“ „იუტა ჯაზი“ 105:98 დაამარცხა და ეს მთლიანად ჟოელ ემბიდის დამსახურებაა, რომელმაც საოცარი თამაში ჩაატარა და საკუთარი გუნდის ქულათა 50%-ზე მეტი ჩააგდო.

ემბიდმა 37 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 59 ქულა(!), 11 მოხსნა და 3 პასი შესძინა. კამერუნელმა კალათბურთელმა 23-დან 18 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 24-დან 20 საჯარიმო ჩააგდო და ფაქტია, რომ თავისი გუნდის გამარჯვება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ემბიდისთვის 59 ქულა კარიერის რეკორდია.

„ფილას“ 18 ქულით დაეხმარა ტაირის მექსი, ხოლო „იუტაში“ საუკეთესო ასევე 18 ქულით მალიკ ბისლი იყო. აღსანიშნავია, რომ „ფილადელფია“ პირველი ტაიმის მერე აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება ემბიდის ლიდერობით შეცვალა.

„ფილადელფია“ 7 მოგებით და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „იუტა ჯაზი“ დასავლეთში 10 გამარჯვებით და 5 მარცხით მეხუთეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101396