ავტოსპორტი

2:31 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რასელმა ფორმულა 1-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

როგორც იქნა, „მერსედესმაც“ გაიმარჯვა! სეზონი ისე არ დასრულდა, რომ გერმანულ გუნდს ერთი რბოლაც არ მოეგო. გუნდმა პირველი გამარჯვება ბოლოსწინა ეტაპზე, ბრაზილიის დიდ პრიზზე მოიპოვა. კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე კი ჯორჯ რასელი ავიდა. ის პილოტი, რომელსაც სამქიმიანები თავის მომავალსმ უკავშირებენ. უფრო მეტიც, მათ ორმაგი გამარჯვება მოიპოვეს - კვარცხლბეკზე ორი უმაღლესი ადგილი დაიკავეს.

რასელმა ჯერ კიდევ სპრინტის მოგებით გამოჩინა თავი. დღეს კი დაამტკიცა, რომ მოკლე რბოლის მოგება შემთხვევითობა არ იყო. მან ჩემპიონ „რედ ბულს“ ზედიზედ მეათე მოგების საშუალება არ მისცა.

„ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მე ვიცოდი, რომ ეს შეგვეძლო. ხელსახოცები დამჭირდება, მე ვტირი“, - რადიოთი მიმართა თავის გუნდს რასელმა. ასეცაა - „მერსედესმა“ სეზონის მიწურულს შეძლო ლიდერებთან ჩამორჩენის აღმოფხვრა და იმის იმედი მოგვცა, რომ მომავალ სეზონში ტიტულისთვის სამი გუნდი იბრძოლებს. და შესაბამისად, ჩემპიონატი ერთი პილოტის და ერთი გუნდის ბენეფისი აღარ იქნება.

თანაგუნდელს გამარჯვება მიულოვცა ლუის ჰამილონმა, ვინც რასელს გარჯა შეუქო და თქვა, რომ ის შაბათიდან ტრასაზე საუკეთესო იყო და ეს კვირასაც დაამტკიცა. თავად უკვე ორგზის ჩემპიონ მაქს ფერსტაპენთან შეჯახება მოუვიდა და ამის მიუხედავად, მეორე ადგილამდ ამოწევა შეძლო. მესამემ კი რბოლა კარლოს საინსმა დაასრულა. ჰოლანდიელი მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა.

რასელმა კვირის რბოლა ისევე დაიწყო, როგორც შაბათის სპრინტი დაასრულა. პირველივე წრეზე კევინ მაგნუსენი და დანიელ რიკარდო შეეჯახნენ, რასაც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა მოგყვა. რესტარტზე მცირე შეჯახება ჰამილტონს და ფერსტაპენს შორისაც მოხდა. მაგრამ ამჯერად რბოლა არ შეჩერებულა. ისინი მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ, მაგრამ კონტაქტის შემდეგ, მერვე და მეცხრე ადგილებზე გადაინაცვლეს. სტიუარდებმა შეჯახებაში ჰოლანდიელის ბრალი დაინახეს და ის 5 წამით დააჯარიმეს.

ჰამილტონმა მალევე გააღწეია ლიდერებში და 25-ე წრეზე, როდესაც რასელმა პიტსტოპი შეასრულა, დაწინაურებაც კი შეძლო. ფერსტაპენს შუა რბოლისთვის უკვე ორი პიტსტოპი ჰქონდა შესრულებული. პირველისას მას მანქანის დაზიანებული ცხვირი შეუცვალეს. თანც უკანა ბორბლის შეცვლაც გაუჭიანურეს. მოკლედ, ეს მისი რბოლა არ იყო...

ბრაზილიის დიდი პრიზი

სან პაულუ, დისტანცია 305.879 კმ (4.309 კმ, 71 წრე)

  1. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:38'34.044
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.529
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 4.051
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 8.441
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 9.561
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 10.056
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 14.080
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 18.690
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 22.552
  10. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 23.552
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 26.183
  12. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 29.325
  13. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 29.899
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 31.867
  15. ალექსანდრ ალბონი (ტაილანდ, უილიამსი) 36.016
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 37.038
  17. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  18. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 21 წრე
  19. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 71 წრე
  20. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 71 წრე

უსწრაფესი წრე: ჯორჯ რასელი - 1:13.785 (61-ე წრე, 210.237 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 429 ქულა (ჩემპიონი); 2-3. შარლ ლეკლერი და სერხიო პერესი - 290; 4. ჯორჯ რასელი - 265; 5. ლუის ჰამილტონი - 240; 6. კარლოს საინსი - 234; 7. ლანდო ნორისი - 113; 8. ესტებან ოკონი - 86; 9. ფერნანდო ალონსო - 81; 10. ვალტერი ბოტასი - 49; 11. სებასტიან ფეტელი - 36; 12. დანიელ რიკარდო - 35; 13. კევინ მაგნუსენი - 25; 14. პიერ გასლი - 23; 15. ლანს სტროლი - 14; 16-17. მიკ შუმახერი და იუკი ცუნოდა - 12; 18. გუანიუ ჟოუ - 6; 19. ალექსანდრ ალბონი - 4; 20-21. ნიკოლას ლატიფი და ნიკ დი ფრისი (ჰოლანდია, უილიამსი) - 2; 22. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 719 ქულა (ჩემპიონი); 2. ფერარი - 524; 3. მერსედესი - 505; 4. ალპინი - 167; 5. მაკლარენი - 148; 6. ალფა რომეო - 55; 7. ასტონ მარტინი - 50; 8. ჰაასი - 37; 9. ალფატაური - 35; 10. უილიამსი - 8.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123413