ფეხბურთი

22:25 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა, მაგრამ ტრავმა მიიღო

ბრატისლავის „სლოვანის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონატის მატჩში დაშავდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა „რუჟომბეროკი“ 2:0 დაამარცხა, ქართველი შემტევი კი შესაცვლელი მაშინ გახდა, როდესაც თავისი გუნდისთვის პენალტი გამოიმუშავა. გიორგი მეკარე ივან კრაიჩირიკთან კონტაქტისას დაშავდა. მან მოედანი იძულებით 53-ე წუთზე დატოვა.

ჯერჯერობით არაა ცნობილი რა სახის დაზიანება მიიღო გიორგიმ და არც ის, რამდენად სერიოზულია. ყველაფერს სამედიცინო შემოწმება გამოაჩენს, რომელიც ალბათ ხვალ ჩაუტარდება. აღსანიშნავია, რომ წინ საქართველოს ნაკრების შეკრებაა და ჩაკვეტაძეც ვილი სანიოლს ნაკრებში ჰყავს გამოძახებული.

„რეჟომბეროკთან“ გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო „სლოვანი“ 17 თამაშში მოპოვებული 38 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „დუნაისკა სტრედას“ კი მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ბრატისლაველები 24 ნოემბერს, „მორავცე-ბრაბლს“ უმასპინძლებს.

0.131248