ფეხბურთი

16:10 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე ყაზახური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატში დაბრუნდა და „კასპიის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ცხადაძე ბოლოს „დინამო თბილისში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე ალმატის „კაირატის“, „ორდაბასის“, საქართველოს ნაკრების, ბაქოს „ინტერის“, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და ბოლნისის „სიონის“ თავკაცი იყო.

აკტაუს „კასპიიმ“ ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეცხრე ადგილი დაიკავა, ხოლო ახალი სეზონი 2023 წელს დაიწყება.

0.117557