ფეხბურთი

13:51 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "სეზონის პირველი ნაწილი სტრატოსფერული გვქონდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ (3:2) კომენტარი გააკეთა. მან ფეხბურთელებს სეზონის პირველი ნაწილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გუნდი გამორჩეულია.

„მადლობას ვუხდი ბიჭებს სეზონის პირველი სტრატოსფერული ნაწილისთვის. მყავს ფეხბურთელები, რომლებიც მუდმივად ხელმისაწვდომები არიან და რომლებიც ერთი და იმავე ამბიციით ერთიანდებიან. ასევე მადლობას ვუხდი ტექნიკურ პერსონალისთვის იმისთვის, რასაც აქამდე აკეთებდნენ. გამოჩნდა, რომ იტალიის ჩემპიონატში თამაშის მოგება ადვილი სულაც არ არის. ვიბრძოლეთ, ვიტანჯეთ, გულშემატკივრებიც ძალიან დაგვეხმარნენ.

მატჩის სამი მეოთხედის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, შემდეგ დავმშვიდდით და მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდით, რომ თამაში ჯერ დასრულებული არ იყო. თუმცა, მენტალიტეტის, თავდადებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ჩემი გუნდი გამორჩეულია. ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და ძალიან მეხმარებიან, რადგან ყველა ჩართულია გუნდურ თამაშში და აჩვენებენ, როგორც ტექნიკურ უნარებს, ისე დიდ პროფესიონალიზმს. ჯერ კიდევ გვჭირდება ზრდა, რათა საჭირო სტაბილურობა გვქონდეს, მაგრამ სწორ გზაზე ვართ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს სეზონის პირველ ნაწილში ზედიზედ 11 თამაში მოიგო, არ დამარცხებულა (13 მოგება, 2 ფრე) და 41 ქულით ორთვიან პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო ტურში 4 იანვარს, „ინტერს“ დაუპირისპირდება.

0.114024