ფეხბურთი

12:45 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ელმასი: "კვარას სტილში გოლი? ჯანსაღი კონკურენცია მშვენიერია"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ელიფ ელმასმა „უდინეზესთან“ შესანიშნავი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ჩრდილომაკედონიელმა ნახევარმცველმა ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა და იტალიური მედია მას აქებს.

მატჩის შემდეგ ელმასს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გაიტანა თუ არა გოლი კვარაცხელიას სტილში, რაზეც „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ასე უპასუხა:

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ზამბო ანგისა პასს მომცემდა, შემდეგ მცველი ჩემთან სწრაფად მოვიდა და ამიტომ, მისი მოტყუება ფინტით გადავწყვიტე. ასეთ სტილში ადრეც ვთამაშობდი, მაგრამ ნორმალურია, როდესაც ხან ცენტრში ვთამაშობ, ხან ფლანგზე, მაშინ რთულია ასე თამაში. ასე თამაშობს კვარაცხელიაც. კვარას გამო ბედნიერი ვარ. ჯანსაღი კონკურენცია მშვენიერია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გულშემატკივრებისა და კლუბისთვის, ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება“, - თქვა ელმასმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ელიფ ელმასს სერია A-ში 3 გოლი აქვს გატანილი და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ ითამაშა (სამჯერვე გოლი გაიტანა). „ნაპოლი“ მომდევნო ოფიციალურ მატჩს 4 იანვარს, „ინტერთან“ გამართავს, მანამდე კი შეკრებას თურქეთში გაივლის და ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115262