ფეხბურთი

12:17 | 13.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის ჰეთ-თრიქი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში „მეცი“ „პარიზს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ქართველმა ფორვარდმა მე-12 და 23-ე წუთებზე ორი პენალტი შეასრულა ზუსტად, ხოლო 82-ე წუთზე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგი 84-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს საკუთარ აქტივში. „მეცი“ 21 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ნოემბერს, „ნიორს“ უმასპინძლებს.

0.124115