„მერსედესის“ ჯორჯ რასელმა ბრაზილიის დიდი პრიზის სპრინტ კვალიფიკაცია მოიგო. ახალგაზრდა ბრიტანელი მრბოლისთვის ეს ფორმულა 1-ში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ მაქს ფერსტაპენთან უშუალო ბრძოლაში მოიპოვა.
100-კილომეტრიანი რბოლის დასაწყისში, ფერსტაპენმა და სხვა ტოპ პილოტებმა სწრაფად ჩამოიტოვეს კვალიფიკაციის სენსაციის ავტორი კევინ მაგნუსენი. რბოლას სათავეში ფერსტაპენი მოექცა და თითქოს, ამ სეზონის მესამე სპრინტიც უნდა მოეგო. მაგრამ რასელმა სხვაგვარად გადაწყვიტა.
დისტანციის ნახევრის შემდეგ, მან ჩემპიონზე შეტევები დაიწყო და მე-15 წრეზე დაწაინურდა კიდეც, რის შემდეგაც „რედ ბულის“ პილოტი უსაფრთხო მანძილზე ჩამოიტოვა. მოგვიანებით ფერსტაპენს კარლოს საინსმა და ლუის ჰამილტონმაც გაასწრეს. საინსთან პაექრობისას, ჩემპიონს წინა ფრთის მარცხენა ნაწილი დაუზიანდა, რამაც მეორე პოზიციის შენარჩუნების საშუალება არ მისცა.
ბრაზილიის დიდი პრიზი
სპრინტი
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 30'11.307
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 3.995
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 4.492
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 10.494
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 11.855
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 13.133
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 25.624
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 28.768
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 30.218
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 34.170
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 39.395
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 41.159
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 41.763
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 42.338
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 48.985
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 50.306
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 50.700
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 51.756
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'16.850
- ალექსანდრ ალბონი (ტაილანდ, უილიამსი) 12 წრე
უსწრაფესი წრე: ჯორჯ რასელი - 1:14.233 (მე-4 წრე)