ფეხბურთი

23:51 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მილნერი მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში 600 მატჩი ითამაშა

„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი, მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში 600 მატჩი ითამაშა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.

ტურნირის მე-16 ტურის შეხვედრაში „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ (3:1), მილნერმა 68-ე წუთზე ჰარვი ელიოტი შეცვალა, სწორედ ეს მატჩი აღმოჩნდა საიუბილეო 35 წლის შუახაზელისთვის.

მანამდე ამ ნიშნულისთვის გარეთ ბარის (653), რაიან გიგზს (632) და ფრენკ ლამპარდს (609) მიუღწევიათ.

მილნერი „ლივერპულში“ 2015 წლიდან თამაშობს.

0.099702