ფეხბურთი

21:52 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ფირმინოს კონტრაქტს გაუგრძელებს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა თავის ბრაზილიელ თავდამსხმელთან, ბობი ფირმინოსთან მოლაპარაკებას აწარმოებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, რომელსაც ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

„ამჟამად წყნარად ვსაუბრობთ. უახლოეს ხანში ვნახავთ რა გამოვა, თუმცა, არ მგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას.“ - ციტირებს ტვიტერში გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მიმდინარე სეზონში მერსისაიდული კლუბის მაისურით, ყველა ტურნირში ფირმინომ 21 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ერთი გოლი მან პრემიერლიგის დღევანდელ, მე-16 ტურის მატჩშიც გაუტანა „საუთჰემტონს“ (3:1).

შეგახსენებთ, რომ ფირმინო ვერ მოხვდა ბრაზილიის ნაკრების საყატარო განაცხადში.
„ლივერპულში“ ის 2015 წლიდან თამაშობს.

0.112825