ფეხბურთი

20:46 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

15 მატჩიანი წაუგებელი სერიით "ნაპოლი" კვლავ შეუჩერებელია (+VIDEO)

მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული ერთთვიან საკლუბო პაუზას ნაპოლი მოგებით დაემშვიდობა. „პარტენოპეიმ“ ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოიგო და პირადი საკლუბო რეკორდი დაამყარა.

იტალიური კლუბის შემადგენლობაში კვლავ არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც წელის ტრავმა აქვს. უშუალოდ "ნაპოლისა" და "უდინეზეს" შეხვედრა დაძაბული გამოდგა. დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და ანგარიში მე-15 წუთზე ელმასის პასით ოსიმენმა გახსნა. 31-ე წუთზე კი ნეაპოლელებმა მეორე გოლი გაიტანეს და პირველ ტაიმში სოლიდური ფორა შეიქმნეს. ამჯერად ლოსანომ პოლონელ ფეხბურთელ ჟელინსკის გაატანინა.

პირველი ტაიმის მსგავსად, „ნაპოლიმ“ მეორე ნახევარიც იდეალურად დაიწყო. 58-ე წუთზე ანგისასა და ელმასის კომბინაცია წარმატებული გამოვიდა და მაკედონიელმა ნახევარმცველმა თამაშის ბედი თითქოს გადაწყვიტა.

"პარტენოპეის" თითქოს სანერვიულო არაფერი ჰქონდა, თუმცა „უდინეზემ“ თამაშის სცენარი შემოატრიალა. სამწუთიან ინტერვალში ჯერ ნესტროროვსკიმ გაიტანა, ხოლო სხვაობა მინიმუმამდე სამარჯიჩმა შეამცირა და მეტოქეს სანერვვიულო გაუჩინა. ანდრეა სოტილის გუნდისთვის ეს მაქსიმუმი გამოდგა და საბოლოოდ ნეაპოლელებმა 3:2 იმარჯვეს.

ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს სერია A-ში 41 ქულა დაუგროვდათ და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები არიან. მათ 15 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რომელთაგანაც 13 მოიგეს, ხოლო 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და ამ შედეგით იუვენტუსის რეკორდი გაიმეორეს. სპალეტის შეგირდები მომდევნო შეხვედრას კი უკვე 4 იანვარს, მილანის „ინტერთან ჩაატარებენ.

0.128505