დღეს სან პაულუში სენსაცია დაფიქსირდა - „ჰაასის“ კევინ მაგნუსენმა საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. ეს ამერიკული საჯინიბოს მეასე რბოლა და პირველი პოულ პოზიციაა. ამ მიღწევით, ის შაბათის სპრინტს მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს.
მაგნუსენის გამარჯვებას, გარემოებებმა შეუწყო ხელი. კვალიფიკაციის მესამე ნაწილში, ორი წუთის შემდგ მას საუკეთესო დრო ჰქონდა. ამ მომენტში, ჯორჯ რასელს შეცდომა მოუვიდა და მანქანა დაამტვრია, რის გამოც, რბოლა წითელი შუქით შეწყდა. და სანამ დაზიანებული „მერსედესის“ ევაკუაცია მოესწრებოდა, გაწვიმდა...
„ალბათ მაშაყირებთ“ - რადიოთი თანაგუნდელებს მიმართა მაგნუსენმა, როცა უთხრეს, რომ წითელი ალმების მომენტში, უსწრაფესი იყო. „ასეთი შეგრძნება ცხოვრებაში არასდროს მქონია. ბიჭებო, ჯერ ნუ იზეიმებთ“, - მიმართა თანაგუნდელებს მაგნუსენმა. თუმცა დიდხანს ლოდინმაც არ მოუწია.
მართალია, ეს პოული სპრინტისთვისაა, მაგრამ დანიელი მრბოლის სტატისტიკაში მაინც შევა, რადგან ის სრულფასოვან საკვალიფიკაციო რბოლაში მოიპოვა.
მეორე უსწრაფესი მაქს ფერსტაპენი იყო, ვისაც წინა ორივე სპრინტი მოგებული აქვს, თუმცა ახლახანს აღიარა, რომ ასეთი რბოლები არ მოსწონს. მესამე უსწრაფესი კი რასელი იყო.
ბრაზილიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'11.674
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.203
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.385
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.589
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.683
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.751
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.830
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.937
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 3.927
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) -
- ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 1'11.631
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.001
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 0.004
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.466
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 0.536
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.421
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 3.523
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.812
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 4.590
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 4.687