ფეხბურთი

18:47 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "ცოტა დისკომფორტი მქონდა, სერიოზული არაფერია და მუნდიალისთვის მზად ვიქნები"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ისაუბრა და თქვა, რომ მიზანი ჩემპიონობაა. ბენზემამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ფინალის მეორე დღეს მისი დაბადების დღეა, ამიტომ იუბილეზე საკუთარი თავისთვის საჩუქრად მსოფლიო თასი სურს.

„ცოტა დისკომფორტი მქონდა, სერიოზული არაფერი, დღეიდან 22 ნოემბრამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა. გპირდებით, რომ ფიზიკურად და მენტალურად კარგ ფორმაში ვიქნები. ფინალის მეორე დღეს ჩემი დაბადების დღეა, ამიტომ მე უკვე შევარჩიე ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი. თუმცა, ტურნირზე ყოველი ახალი შეხვედრა ჩვენთვის ფინალივით იქნება. ძალიან რთული ჯგუფია, ამიტომ ეტაპობრივად უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ფრანგმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, კარიმ ბენზემამ ცოტა ხნის „ოქროს ბურთი“ მოიგო, რომელიც მშობლიურ ლიონში ჩაიტანა და სტადიონზე გულშემატკივრებს წარუდგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115316