ფეხბურთი

15:27 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "მე საყრდენ ნახევარმცველად ვითამაშებ, კლოპი - მარცხენა მცველად"

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, 20 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ შეხვდებიან.

მჭიდრო გრაფიკის გამო „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ იხუმრა, რომ ის საყრდენ ნახევარმცველად ითამაშებს, ხოლო იურგენ კლოპი დაცვის მარცხენა ფლანგზე.

„კლოპი მარცხენა მცველად ითამაშებს, მე კი საყრდენ ნახევარმცველად. არ ვიცი, რამდენი მოთამაშე გვეყოლება. მაჰრეზი, ჰოლანდი, სერხიო გომესი, რიკო ლუისი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნებიან, დანარჩენები - კი. თუ ჯგუფურ ეტაპს გაივლიან, შემდეგ მერვედფინალი იქნება, მეოთხედფინალი. ვინც ჯგუფიდან ვერ გავა, „ლივერპულთან“ თამაშს შეძლებენ, დანარჩენები ვერ ითამაშებენ. „ლივერპულთან“ მატჩის წინ ფეხბურთელების რაოდენობის მიხედვით შევაფასებთ სიტუაციას. მეორე გუნდის ფეხბურთელებიც ჩვენთან ერთად ივარჯიშებენ“, - თქვა გვარდიოლამ.

0.119442