სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
აზიელთა განაცხადშია „ტოტენჰემის“ ლიდერი ჰონ-მინ სონი, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ტრავმა აქვს. როგორც ჩანს, მუნდიალის დაწყებამდე სონი გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
მეკარეები: კიმ სინ გიუ (ალ-შაბაბი), ჩო ჰეონი (უსლანი), სონ ბუმ კეუნი (ჩონბუკი)
მცველები: კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), კიმ ჯინ სუ (ჩონბუკი), ჰონგ ჩული (ტეგუ), კიმ მუნ ჰვანი (ჩონბუკი), იუნ ჩონ გუ (სეული), კიმ იონ გვონი (ულსანი), კიმ ტე ჰვანი (ულსანი), კვონ კიუნ ვონი (გამბა ოსაკა), ჩო იუ მინი (ტეჯონი)
ნახევარმცველები: ჩონ ვუ იონი (ალ-სადი), ნა სან ჰო (სეული), პაიკ სინ ჰო (ჩონბუკი), სონ ჯინ ჰო (შანდუნი), სონ მინ კიუ (ჩონბუკი), კვონ ჩანგ-ჰუნი (ჰინჩჰონი), ლი ჟე სონი (მაინცი), ჰვან ჰი ჩანი (ვულვზი), ჰვან ინ ბომი (ოლიმპიაკოსი), ჩონ ვუ იონი (ფრაიბურგი), კან ინ ლი (მალიორკა)
თავდამსხმელები: ჰვან იუ ჟო (ოლიმპიაკოსი), ჩო გე სონი (ჩონბუკი), ჰომ-მინ სონი (ტოტენჰემი)
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაის, პორტუგალიისა და განის ნაკრებებს დაუპირისპირდება.