ავტოსპორტი

2:00 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერის ფერარი აუქციონზე 15 მილიონ დოლარად გაიყიდა

„ფერარის“ სარბოლო ავტომობილი, რომლითაც მიხაელ შუმახერმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2003 წელს მოიპოვა, ჟენევაში გამართულ აუქციონზე 13.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ავტომობილში, რომლის შასის ნომერია 229, მოდელის სახელი კი F2003-GA, მყიდველს ჯამში (გადასახადების გათვალისწინებით) 14.6 მილიონი ფრანკის (14.9 მილიონი დოლარის) გადახდა მოუწევს.

სოთბისის აუქციონის განცხადებით, თანამედროვე აუქციონების ისტორიაში, ეს ფ1-ის ავტომობილში გადახდილი რეკორდული თანხაა. სხვათა შორის, წინა რეკორდიც შუმახერის „ფერარის“ (2001 წლის) ანგარიშზე იყო, რომელიც სოთბისის ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე 7.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ჟენევაში მყიდველის ვინაობა არ გამოქვეყნებულა. ცნობილია, რომ ის ევროპელია. გაყიდვის პროვესი 40 წუთი გრძელდებოდა. აუქციონი ვარაუდობდა, რომ ავტომობილი 9.5 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად გაიყიდებოდა. ამ ავტომობილით შუმახერმა ცხრა რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

„ფერარი F2003-GA“ რორი ბირნის და როს ბრაუნის მიერ არის შემუშავებული. ის გრძელი ბაზით გამოირჩევა, რაც აეროდინამიკის გაუმჯობესების საშუალებას იძლეოდა. სულ ექვსი ცალი F2003-GA დამზადდა, რომელთაგან ყველაზე წარმტებული შასი, 229 იყო. ამ ავტომობილით შუმახერმა ესპანეთში, ავსტრალიაში, კანადაში, იტალიასა და შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა. საბოლოოდ, გერმანელმა თავისი მეექვსე ტიტული მოიპოვა. „ფერარიმ“ კი კონსტრუქტორთა ჩემპიონის მე-13 ტიტული მოიგო.

0.127619