ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ რუანის ჩელენჯერს მეოთხედფინალში გამოეთიშა.
ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი უგო გასტონს შეხვდა და ფრანგ მეტოქესთან სამ სეტში, 7:6, 2:6, 1:6 წააგო. პირველი სეტი ნიკოლოზმა ტაიბრეიკზე 7:2 მოიგო და დაწინაურდა, მაგრამ მომდევნო ორ სეტში მეტოქემ ყველა კომპონენტში აჯობა, მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო და ქართველმა მარცხი განიცადა.
ბასილაშვილმა 3 ეისი მიითვალა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაშინ, როცა გასტონი 5 ეისით გამოირჩა და ერთადერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში 96-ე ნომერია, რუანის ჩელენჯერს გამოეთიშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პირველი თამაშის დასაწყის გავს ძაან.
კერი დაბრუნებულაა
საინტერესოაა ეს ამბავიი
აქ ხართ ვინმეე
მეტს კახა ნაკრებში გააკეთებს იმედია
კახა არა თორნიკე
არა უშავს. აღმავლობის პერიოდი იმედია სწორედ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაუდგება.
კახაბეროვიჩი უნდა იყოს ნაკრების ლიდერი შემოდგომაზე.
ვერაა თოკო მაინც ოპტიმალურ ფორმაშიი
ნახევარ საათში 20 ქულას დებდეს უნდა, რაგდან აქვს ამის პოტენციალიი
ვაახ არადა თითქოს არ უნდა წააგოს.