ფეხბურთი

21:05 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლას ვაპირებდი, არ მინდოდა იმ ხალხისთვის მეთამაშა, ვინც მაიმუნს მიწოდებდა"

„პარი სენ ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ Sports Illustrated-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

მბაპემ აღიარა, რომ 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლაზე ფიქრობდა:

„ვიფიქრე, რომ ვერ ვითამაშებდი იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ მაიმუნი ვარ. თუმცა შემდეგ ცოტა დრო დამჭირდა დასაფიქრებლად და ბევრი ადამიანი მხარს მიჭერდა. ნაკრებიდან წასვლა კარგი გზავნილი არ იქნებოდა, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის მაგალითი ვარ. მინდა ახალ თაობებს დავანახო, რომ ჩვენ ასეთები უკეთესები ვართ“, - თქვა მბაპემ.

გარდა ამისა, კილიანმა დაადასტურა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენა და „რეალზე“ უარის თქმა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ზარისა და თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა:

„რეალში“ მაკრონის გავლენით არ წავედი? იყო რამდენიმე სატელეფონო ზარი: დეკემბერში, იანვარში, თებერვალში, მარტში. მან მითხრა: „ვიცი, რომ წასვლა გინდა. შენ მნიშვნელოვანი ხარ საფრანგეთში და არ მინდა, რომ წახვიდე. შესაძლებლობა გაქვს ისტორია აქ დაწერო, რადგან ყველას უყვარხარ“. მას ვუპასუხე, რომ ვაფასებდი მის აზრს, ეს ნამდვილად სიგიჟე იყო. როდესაც პრეზიდენტი გირეკავს და გთხოვს, უნდა დარჩე“, - აღნიშნა კილიანმა.

0.123803