ფეხბურთი

18:38 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

Transfermartk-ის მიხედვით კვარაცხელიას ფასი 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა!

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება უკვე 60 მილიონი ევროა!

ძველი მონაცემებით ხვიჩა 35 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, მაგრამ ახლა მისი ღირებულება პრაქტიკულად გაორმაგდა.

კვარას საქართველოში ყველაზე მაღალია, „ნაპოლიში“ კი მეორე, მხოლოდ ვიქტორ ოსიმენი ღირს უფრო ძვირი - 70 მილიონი ევრო. 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში ღირებულებით მესამეა ბუკაიო საკასა (90 მლნ) და როდრიგოს (80 მლნ) შემდეგ. იტალიის სერია A-ში მასზე ძვირად მხოლოდ რაფაელ ლეაუ (85), დუშან ვლაჰოვიჩი (80), ლაუტარო მარტინესი (75), ნიკოლო ბარელა (70) და ვიქტორ ოსიმენი (70) ფასობენ, ხოლო ასევე 60 მილიონად არიან შეფასებული სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, მილან შკრინიარი და ფედერიკო კიეზა.

კვარა საუკეთესო ათეულშია მარცხენა ვინგერებში: მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორს, რაფაელ ლეაუს, ლუის დიასს, ნეიმარს, ჯეკ გრილიშს, ლეროი სანეს, რაჰიმ სტერლინგსა და ჰონ-მინ სონს ჩამორჩება. მსოფლიოში კვარაცხელია ფასით 50-ე ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ზე უცვლელია ლუკა ლოჩოშვილის ღირებულება, რომელიც ხსენებული ვებგვერდის მიერ ისევ 1.5 მილიონ ევროდაა შეფასებული.

0.116964