ლუის ენრიკემ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადი დაასახელა, რომელშიც სერხიო რამოსი ვერ მოხვდა.
„პარი სენ ჟერმენის“ მცველს ბოლო დროს ენრიკე არ ენდობოდა და ევროპის ჩემპიონატზეც არ წაიყვანა, მაგრამ იმ პერიოდისგან განსხვავებით სერხიომ სათამაშო ფორმა დაიბრუნა და მუნდიალზე თამაშიც სურდა, მაგრამ მწვრთნელმა მის სამსახურზე უარი თქვა.
განაცხადში ასევე ვერ მოხვდა დავიდ დე ხეა. ლუის ენრიკემ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (ბრენტფორდი, ინგლისი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი)
მცველები: პაუ ტორესი (ვილიარეალი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ხოსე გაია (ვალენსია), უგო გილამონი (ვალენსია), ერიკ გარსია (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), დანი კარვახალი (რეალი), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პედრი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), გავი (ბარსელონა), კარლოს სოლერი (პსჟ, საფრანგეთი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო)
თავდამსხმელები: პაბლო სარაბია (პსჟ, საფრანგეთი), ნიკო უილიამსი (ბილბაო), მარკო ასენსიო (რეალი), ალვარო მორატა (ატლეტიკო), ანსუ ფატი (ბარსელონა), იერემი პინო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (ბარსელონა), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია)
შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოსტა რიკის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.