ავტოსპორტი

10:27 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო დარწმუნებულია რომ მერმისს ასტონ მარტინი ალპინს აჯობებს

ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში მისი მომავალი გუნდი „ასტონ მარტინი“ უკან მოიტოვებს „ალპინს“, რომელშიც ის ამჟამად ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ფრანგული საჯინიბო თავის ბრიტანელ მეტოქეს 100 ქულაზე მეტს უგებს.

„ასტონ მარტინში“ ალონსო მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს შეცვლის, ვინც კარიერას ამ სეზონის ბოლოს დაამთავრებს. ესპანელმა ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა „ალპინში“ ორი სეზონი გაატარა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა „მერსედესის“ ძრავით აღჭურვილი „ასტონ მარტინი“ „ალპინის“ ჯობნას, ალონსო პასუხობს: „ასტონ მარტინი აქ იმისთვის არაა, რომ კონსტრუქტორთა ჩემპიონატი მეხუთე, ან მეექვსე ადგილზე დაასრულოს. ისინი აქ მსოფლიო ჩემპიონატების მოსაგებად არიან. ჩვენ სწორედ ამას ვეცდებით 2023 და 2024 წლებში“, - ამბობს ალონსო, ვინც სილვერსტოუნზე ბაზირებულ „ასტონ მარტინთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აგვისტოში გააფორმა.

მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, „ასტონ მარტინი“ მეექვსე ადგილისთვის „ალფა რომეოსთან“, „ჰაასთან“ და „ალფატაურისთან“ იბრძვის. რაც შეეხება „ალპინს“, ის „მაკლარენს“ მეოთხე ადგილს ეცილება.

ესპანელი დასძენს, რომ „ალპინთან“ გატარებული ორი სეზონით კმაყოფილია და მადლიერია გუნდის, რომელმაც ფორმულა ერთში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. ეს ის გუნდია (ყოფილი რენო), რომელთან ერთადაც ალონსომ თავისი ორი ტიტული (2005 და 2006 წლებში) მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111256