ჩოგბურთი

2:00 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ რუანის ჩელენჯერის მერვედფინალში მასპინძელ მატიას ბურჟეს დაუპირისპირდა და ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა.

ბასილაშვილმა პირველი სეტის მეხუთე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რამაც სეტის ბედი გადაწყვიტა - 6:4. ნიკოლოზმა მეორე სეტში კიდევ უფრო დამაჯერებლად ითამაშა, 4:0 დაწინაურდა და ბუნებრივია, რომ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი მიითვალა და 4-ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერის მეოთხედფინალში კიდევ ერთ ფრანგ ჩოგბურთელს, უგო გასტონს შეხვდება. მატჩი 11 ნოემბერს გაიმართება.

0.117255