ფეხბურთი

1:05 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" წარუმატებელი სერია შეწყვიტა, გიორგი მამარდაშვილმა გოლი არ გაუშვა

„ვალენსიამ“ ერთთვიანი და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ლა ლიგის მე-14 ტურში სევილიის „ბეტისს“ დამაჯერებლად, 3:0 აჯობა.

ჯენარო გატუზოს გუნდი უპირატესობას ფლობდა და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა. ანგარიში 63-ე წუთზე ანდრე ალმეიდამ გახსნა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. სხვათა შორის, ეს ჯარიმა ედგარ გონსალესის მხრიდან თამაშის წესების დარღვევას მოჰყვა, რომელიც გააძევეს. ამრიგად, „ვალენსიამ“ ერთ ეპიზოდში უპირატესობა, როგორც ანგარიშში, ისე მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობის მხრივ მოიპოვა, რაც კარგად გამოიყენა. დარჩენილ დროში უგო გილამონმა და ჯასტინ კლუივერტმა კიდევ ორჯერ გაიტანეს.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოგერიება მიითვალა, მაგრამ ძალიან რთული, როდესაც 37-ე წუთზე ხუან კრუზის ურთულესი დარტყმა უკუაგდო. მთლიანობაში ქართველს კარგი თამაში ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე არ ჰქონია. ეს გიორგის მესამე მშრალი მატჩია მიმდინარე სეზონში.

„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა, მეათე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს, გასვლაზე „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.151903