ფეხბურთი

0:00 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" პიერ კალულუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიურმა „მილანმა“ პიერ კალულუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. „როსონერის“ ვებგვერდის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ 22 წლის მცველმა „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა და დაცვის ხაზში ერთ-ერთი გამორჩეულია. შესაბამისად, ახალი კონტრაქტიც გასაკვირი არაა.

„მილანმა“ პიერ კალულუ 2020 წელს „ლიონის“ მეორე გუნდიდან დაიმატა და მას შემდეგ მან 75 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12526