ფეხბურთი

22:48 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესს არ აჩქარებენ, მიზეზი დოპინგ რისკია

„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესს არ აჩქარებენ და მხოლოდ თერაპიული გზით მკურნალობენ.

როგორც La Repubblica წერს, ამის მიზეზი დოპინგზე ჩავარდნის რისკია. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კორტიზონის ინფილტრაცია განიხილება, როგორც დოპინგი და ოფიციალურად შეტანილია აკრძალულ პრეპარატებში, რის გამოც ნეაპოლელთა სამედიცინო შტაბში გადაწყვიტეს, რომ რისკის თავიდან ასარიდებლად მკურნალობის ამ მეთოდზე უარი ეთქვათ.

შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელი ჯერ კიდევ თერაპიის კურსს გადის და „ნაპოლიში“ „უდინეზესთან“ მატჩის წინაც არ დააჩქარებენ გამოჯანმრთელების პროცესს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ წელის ტრავმის გამო „ატალანტასა“ და „ემპოლისთან“ მატჩები გამოტოვა, ხოლო „უდინეზესთან“ 12 ნოემბერს გასამართ შეხვედრაში მისი მონაწილეობა ისევ საეჭვოა.

0.127892