ფეხბურთი

18:25 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ცნობები კვარაცხელიას ტრავმაზე: ხვიჩამ დღესაც ვერ ივარჯიშა და ბაზა ტაქსით დატოვა (+VIDEO)

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღესაც ვერ ივარჯიშა. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კვარა „კასტერ ვოლტურნოს“ ბაზაზე იყო, მაგრამ მხოლოდ თერაპიული კურსით და სპორტდარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლა, გუნდთან ერთად კი მოედანზე არ გასულა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა მანუელ პარლატომ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ხვიჩა ბაზას ნაადრევად ტოვებს და ტაქსიში ჯდება.

ვინაიდან „უდინეზესთან“ მატჩამდე მხოლოდ ორი დღეა დარჩენილი, კვარას კი ვარჯიში ჯერ არ დაუწყია, მცირდება მისი თამაშის შანსი. თუმცა, ყველაფერი მაინც უახლოეს 24 საათში გამოჩნდება. ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ უდინელებთან მატჩში ქართველი სათადარიგო სკამზე მაინც იყოს და გუნდს მეორე ტაიმში დაეხმაროს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას წელის ტრავმის გამო ბოლო ორი მატჩი გაუცდა - ჯერ ბერგამოს „ატალანტასა“ და შემდეგ „ემპოლის“ წინააღმდეგ. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.118235