ფეხბურთი

19:22 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ელიფ ელმასი: "კვარა ჩვენთვის ფუნდამენტური მოთამაშეა და მის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდებით"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ელიფ ელმასმა ნეაპოლის რადიოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მაკედონიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, კვარას დაბრუნებას მოუთმენლად ელოდებიან, რადგან ის შესანიშნავად თამაშობდა და გუნდისთვის ფუნდამენტური ფიგურაა:

„კვარამ აქამდე შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ჩვენთვის ფუნდამენტური მოთამაშეა, მან წარმოუდგენელი გავლენა აჩვენა. კარგად არის, თერაპიას გადის და იმედი გვაქვს, რომ მალე დაბრუნდება, რადგან ძალიან კარგად თამაშობდა. აქამდე წარმოუდგენლად ითამაშა, მაგრამ უნდა ეცადოს, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდებით მასთან ერთად მოედანზე გასვლას“, - აღნიშნა ელმასმა.

შეგახსენებთ, რომ ელიფ ელმასმა მიმდინარე სეზონში ორი გოლი გაიტანა. ის „ნაპოლიში“ ძირითადად სწორედ კვარაცხელიას ცვლის და სათამაშო დროს მაშინ იღებს, როდესაც ლუჩანო სპალეტი ქართველ ფეხბურთელს დასვენების საშუალებას აძლევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110034