ფეხბურთი

17:50 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ისრაელისა (16 ნოემბერი) და უკრაინის (21 ნოემბერი) წინააღმდეგ. რამაზ სვანაძემ ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მიმდინარე შეკრებას, ტრავმის გამო 21-წლამდე ნაკრების ოთხი ფეხბურთელი - გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი გამოტოვებენ.

ახალგაზრდულ ნაკრებში, პირველად არიან გამოძახებული, გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და ივან ფოცხვერია (სიონი). გამოძახებულთა შორისაა ირაკლი აზაროვი. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი)

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სიონი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა ხორხელი (სიონი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი ლომთაძე (გაგრა), ივან ფოცხვერია (სიონი)

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლუკა ხორხელი (სიონი)

აქვე გეტყვით, რომ საქართველო ისრაელს გორში შეხვდება, ხოლო სად გაიმართება უკრაინასთან მატჩი, მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120021