ფეხბურთი

16:28 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ბელგიელთა განაცხადშია რომელუ ლუკაკუ, რომელიც ამ დრომდე ტრავმირებულია, თუმცა, როგორც ჩანს, მუნდიალის დაწყებამდე „ინტერის“ ფეხბურთელი მზად იქნება.

მეკარეები: კოენ კასტეელსი (ვოლფსბურგი, გერმანია), ტიბო კურტუა (რეალი, ესპანეთ), სიმონ მინოლე (ბრიუგე)

მცველები: ტობი ალდერვეირელდი (ანტვერპენი), ზენო დებასტი (ანდერლეხტი), ლეანდერ დენდოკერი (ასტონ ვილა, ინგლისი), ვუტ ფაესი (ლესტერი, ინგლისი), არტურ ნიკოლას ტეატე (რენი, საფრანგეთი), ტომას მუნიე (დორტმუნდი, გერმანია), იან ვერტონგენი (ანდერლეხტი)

ნახევარმცველები: იანიკ კარასკო (ატლეტიკო, ესპანეთი), ტიმოთი კასტანი (ლესტერი, ინგლისი), ტორგან აზარი (დორტმუნდი, გერმანია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ამადუ ონანა (ევერტონი, ინგლისი), იური ტილემანსი (ლესტერი, ინგლისი), ჰანს ვანაკენი (ბრიუგე), აქსელ ვიტსელი (ატლეტიკო, ესპანეთი), ედენ აზარი (რეალი, ესპანეთი)

თავდამსხმელები: მიჩი ბატშუაი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), შარლ დე კეტელარე (მილანი, იტალია), ჟერემი დოკუ (რენი, საფრანგეთი), რომელუ ლუკაკუ (ინტერი, იტალია), დრის მერტენსი (გალათასარაი, ბელგია), ლოის ოპენდა (ლანსი, საფრანგეთი), ლენადრო ტროსარი (ბრაიტონი, ინგლისი)

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კანადის, მაროკოსა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.118702