დორტმუნდის „ბორუსიის“ 17 წლის თავდამსხმელი, იუსუფა მუკოკო, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმირებული მარკო როისის ადგილს დაიკავებს. მას დღეს შეიყვანენ გერმანიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში - წერს ტვიტერში Sport1-ის ჟურნალისტი, პატრიკ ბერგერი.
უკვე ვწერდით, რომ 33 წლის როისს, „შალკესთან“ ბუნდესლიგის მე- 7 ტურში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა და ყატარში მისი გამგზავრება გამოირიცხა. მუნდიალზე მისი თანაგუნდელი მუკოკო ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ჭაბუკმა მუკოკომ ჯამში 19 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა. წარმოშობით ის კამერუნელია.