ფეხბურთი

13:19 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

„საუთჰემპტონს“ ნათან ჯონსი გაწვრთნის

„საუთჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელი ნათან ჯონსი გახდა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. „ლუტონ თაუნის“ ყოფილ დამრიგებელთან „წმინდანებმა“ 3,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. მის შტაბში ყოფილი თანაშემწეები, კოენი და ალან შიჰანი იმუშავებენ.

„ვამაყობ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ბევრი რამ ვიცი ამ კლუბის შესახებ და ჩემი ოჯახის წევრებც მისი გულშემატკივრები არიან. მას შემდეგ, რაც მწვრთნელი გავხდი, პრემიერლიგის კლუბის გაწვრთნაზე ვოცნებობდი. ახლა ოცნება ამიხდა.“ - ამბობს ჯონსი.

0.112185