ფეხბურთი

2:02 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

La Repubblica: კვარაცხელია გამოჯანმრთელებასა და დაბრუნებასთან ახლოსაა

„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას „უდინეზესთან“ თამაშის შანსი იზრდება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

როგორც ადგილობრივი გამოცემები იტყობინებიან, „ნაპოლის“ 9 ნოემბერს დასვენების დღე ჰქონდა და ლუჩანო სპალეტის საწვრთნელი პროცესი არ ჩაუტარებია, მაგრამ ხვიჩა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მაინც მივიდა, რათა საჭირო თერაპიული კურსი გაევლო.

La Repubblica-ს ვარაუდით, 12 ნოემბრამდე კვარას გამოჯანმრთელების შანსი დიდია და არც ისაა გამორიცხული, რომ ქართველმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშოს.

შეგახსენებთ, რომ წელის ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ ბერგამოს „ატალანტასა“ და „ემპოლისთან“ მატჩები გამოტოვა.

0.115176