ავტოსპორტი

1:31 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის შემოსავალმა 715 მილიონ დოლარს მიაღწია

ფორმულა 1-ის მფლობელმა კომპანია „ლიბერტი მედიამ“ 2022 წლის მესამე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მასში წერია, რომ შარშანდელ მესამე კვარტალთან შედარებით, ფორმულა 1-ის შემოსავალი 7 პროცენტით, 715 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ამასთან, მესამე კვარტალში ფორმულა 1-ის სუფთა მოგებამ 64 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.8 პროცენტით ნაკლებია. „ლიბერტი მედიას“ განმარტებით, მოგების კლება იმის შედეგია, რომ 9.4 პროცენტით, ანუ 370 მილიონი დოლარით გაიზარდა გუნდებისთვის გადახდილი თანხა.

ნაკლებ თანხას იხდიან ეტაპების პრომოუტერები, მაგრამ ამ დანაკარგს ანაზღაურებს კომერციული უფლებების გაყიდვა და სპონსორებისგან მიღებული მოგების ზრდა.

„მესამე კვარტალში ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მომავალ სეზონში ეტაპების რიცხვი 24-მდე გაიზარდა. კალენდარს ემატება ლას ვეგასის დიდი პრიზი, რომელსაც დიდხანს ველოდით. მრავალწლიანი კონტრაქტები გავაფორმეთ ისეთ ტელეკომპანიებთან, როგორებიცაა ამერიკული იესპიენი და კომპანია სკაისთან, რომელიც რბოლებს სამ ძირითად ევროპულ ბაზარზე წარადგენს“, - ამბობს ფორმულა 1-ის შეფი სტეფანო დომენიკალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121929