„ნაპოლი“ სლოვაკი ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას შენარჩუნებას ცდილობს და როგორც Tuttomercato იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა კიდეც.
წყაროს თანახმად, ლობოტკა „ნაპოლიში“ 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება. ხელშეკრულება არის პუნქტი, რომლის თანახმად მას კონტრაქტის 2028 წლამდე განახლება შეეძლება.
მოსალოდნელია, რომ იტალიური კლუბი ინფორმაციას ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ სტანისლავ ლობოტკა „ნაპოლიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 85 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მანამდე სლოვაკი „ტრენჩინის“, „აიაქსის“, „ნირდშელანდისა“ და ვიგოს „სელტას“ რიგებში ირჯებოდა.