ჩოგბურთი

21:08 | 9.11.2022 | ნანახია 435 - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერის მერვედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ რუანის ჩელენჯერზე წარმატებული სტარტი აიღო და პირველი წრე დაძლია.

ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალში მასპინძელი ანტუან ჰონგი სამ სეტში, 7:6, 4:6, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ნიკოლოზმა 5 ეისი მიითვალა და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მის მეტოქეს 7 ეისი ჰქონდა და ერთხელ ორმაგი შეცდომა დაუშვა.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერის მერვედფინალში 10 ნოემბერს, კიდევ ერთ ფრანგ მეტოქეს, მატიას ბურჟეს დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.12382