„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გასული სეზონში ნაჩვენები შედეგიანობისთვის „ოქროს ბუცით“ დააჯილდოვეს. პოლონელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ძალიან ამაყი და ბედნიერია „ბარსელონაში“ თამაშით.
„„ბარსაში“ თამაშით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს „ბაიერნში“ და ამჟამინდელ თანაგუნდელებს ამ ჯილდოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი ძალიან კარგი იქნება. ჩემპიონთა ლიგა? შეცდომები დავუშვით, მაგრამ გამოცდილება საჭიროა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში „ბარსელონაში“ 19 მატჩი ჩაატარა და 18 გოლის გატანა მოახერხა.