ფეხბურთი

15:27 | 9.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

სიაშია „გლადბახის“ მეკარე იან ზომერი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და შიშობდნენ, რომ მუნდიალს დააკლდებოდა, მაგრამ გამოცდილი მეკარე შემადგენლობაშია. აღსანიშნავია, რომ იაკინის რჩეულთა შორის 4 მეკარეა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდის განაცხადში 4 მეკარე შეიყვანეს.

მეკარეები: გრეგორ კობელი (დორტმუნდი, გერმანია), ფილიპ კიონი (ზალცბურგი, ავსტრია), იონას ომლინი (მონპელიე, საფრანგეთი), იან ზომერი (გლადბახი, გერმანია)

მცველები: მანუელ აკანჯი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ფაბიან შერი (ნიუკასლი, ინგლისი), რიკარდო როდრიგესი (ტორინო, იტალია), სილვან ვიდმერი (მაინცი, გერმანია), ნიკო ელვედი (გლადბახი, გერმანია), ერაი კომერტი (ვალენსია, ესპანეთი)

ნახევარმცველები: შერდან შაქირი (ჩიკაგო, აშშ), გრანიტ ჯაკა (არსენალი, ინგლისი), რემო ფროილერი (ნოტინგემი, ინგლისი), დენის ზაკარია (ჩელსი, ინგლისი), არდონ იაშარი (ლუცერნი), ედმილსონ ფერნანდესი (მაინცი, გერმანია), რენატო სტეფენი (ლუგანო), ფაბიან ფრაი (ბაზელი), რენატო სტეფენი (ლუგანო), ფაბიან რიდერი (იანგ ბოისი), ჯიბრილ სოუ (აინტრახტი, გერმანია)

თავდამსხმელები: ნოა ოკაფორი (ზალცბურგი, ავსტრია), ბრილ ემბოლო (მონაკო, საფრანგეთი), კრისტიან ფასნახტი (იანგ ბოისი), რუბენ ვარგასი (აუგსბურგი, გერმანია), მიხელ ებიშერი (ბოლონია, გერმანია)

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნის, ბრაზილიისა და სერბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.127103