მსოფლიოს ჩემპიონატს სადიო მანე დააკლდება. მიუნხენის „ბაიერნისა“ და სენეგალის ნაკრების ლიდერის ტრავმა სერიოზულია.
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მყესის დაზიანება აქვს, რის გამოც კატარში დაგეგმილ მუნდიალზე ვერ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მანემ ტრავმა ბრემენის „ვერდერთან“ შეხვედრის დასაწყისში მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია, ახლა კი მუნდიალსაც გამოტოვებს.
სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში მესამედ ითამაშებს, მაგრამ უდავო ლიდერის გარეშე.