ფეხბურთი

12:56 | 9.11.2022 | ნანახია NaN - ჯერ

კაკა: "კვარაცხელია ძალიან მაგარია და სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია და სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

„კვარაცხელია ძალიან მაგარია, სასიამოვნო სიურპრიზი. დასანანია, რომ ის და ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. მისი ფანტაზიით ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას, ქმნის განსხვავებას და თამაშში ისეთ გამოსავალს პოულობს, რასაც სხვები ვერ ხედავენ“, - თქვა კაკამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი თამაშის მანერით კაკას არაერთმა სპეციალისტმა შეადარა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:29 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ

მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ

13:27 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა? ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06448
სარეკლამო ადგილი - 99
X x X