ფეხბურთი

2:30 | 9.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში „ბარსელონა“ „ოსასუნას“ ესტუმრა და ურთულეს შეხვედრაში 2:1 მოიგო.

ჩავის გუნდისთვის თამაში ცუდად დაიწყო, რადგან მეექვსე წუთზე დავიდ გარსიამ პამპლონელები დააწინაურა. 31-ე წუთზე კი სტუმრებს რობერტ ლევანდოვსკი გაუძევეს. პოლონელმა საწყის ნახევარ საათში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გასახდელში შესვლისას ჟერარ პიკეც გააძევეს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო და არ უთამაშია ისე მიიღო წითელი ბარათი, რადგან მსაჯთან იკამათა. პიკეს ბოლოჯერ უნდა ეთამაშა, მაგრამ ყველაფერი გაძევებით დაასრულა.

მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ ყველაფერი გამოაკეთა და გამარჯვება მაინც მოიპოვა. ჯერ ჩავიმ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ რაფინიამ მეორე გაიტანა და კატალონელებმა მოიგეს. „ბარსელონას“ 37 ქულა აქვს და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზას ლიდერის პოზიციაზე გაატარებს, რადგან მომდევნო მატჩი ჩავის გუნდს 31 დეკემბერს, ბარსელონურ დერბიში „ესპანიოლთან“ ელოდება.

„ოსასუნა“ – „ბარსელონა“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 გარსია (6), 1:1 პედრი (48), 1:2 რაფინია (85)

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163377