სხვა

0:52 | 9.11.2022 | ნანახია NaN - ჯერ

უსიკს ფიურის დამარცხება სურს, მაგრამ ნოკაუტის გარეშე

მძიმე წონაში WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ჩემპიონი, უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი ამბობს, რომ ყველაფერს იღონებს WBC-ს ბრიტანელი ჩემპიონის, ტაისონ ფიურის დასამარცხებლად. ამასთან, მოხარული იქნება, თუ შეხვედრა ნოკაუტით არ დასრულდება, რადგან ეს მოკრივის ჯანმრთელობას აზიანებს.

35 წლის უსიკმა ჩამოთვლილი ტიტულები ბრიტანელ ენტონი ჯოშუას ჩამოართვა და მისგანვე დაიცვა. ახლა კი ფიურისთან ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში შეხვედრა სურს და იმედი აქვს, რომ ისინი ერთად რინგზე მომავალი წლის დასაწყისში ავლენ.

უსიკმა ახლახანს განაცხადა, რომ მხოლოდ ფიურისთან შეხვედრა სურს და სხვა არავისთან: „ის კარგად ნავარჯიშები, დიდი ბიჭია. იცის, რა და როგორ გააკეთოს. კარგად ვიცი, ეს პარკში გასეირნება არ იქნება. მაგრამ მზად ვარ. ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის“, - ამბობს უსიკი.

უკრაინელი დასძენს, რომ მეტოქის ნოკაუტით დამრცხება არასდროს სურს და ბედნიერია, როდესაც ქულებით იგებს: „ნოკაუტი ათლეტისთვის მძიმე რამაა. არავისთვის ჯანმრთელობის დანგრევა არ მინდა. ძალიან მიხარია, როცა ორივე რინგიდან ჩვენი ფეხით გავდივართ. რა თქმა უნდა, გამარჯვება მსურს, მაგრამ არ მინდა, ვინმე დავაზიანო“, - დასძენს ჩემპიონი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:18 | 07.09.2023
georgianwelder (778)

ჩემთვის ესენი თანამედროვეობის პელე და მარადონა არიან, მართლა შეცვალეს საფეხბურთო ისტორია და ძალიან მაგარია რომ მოვესწარი. იმდენად მაგარი სპორტია ფეხბურთი რომ უკეთეს და უკეთეს საჩუქრებს გვიმზადებს გულშემატკივრებს, ზიდანის კარიერის ბოლოსკენ ვფიქრობდი ვიღა მოვიდოდა ისეთი რომ აღფრთოვანებაში მოვეყვანე, მაგრამ ისეთები ვნახე, რომ მადლობა ფეხბურთო )))

15:36 | 07.09.2023
Kobe Bean (21687)

ბევრი იწვალე მაგრამ მაინც ჩაგხადა იმ ჩათლახმა)))ნუ ეტენები დუქანში,მაგარი მზეზე კიდიხარ)))

14:34 | 07.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ეს ორნი არიან ქოცები და ნაცები

14:35 | 07.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

და მიდის მაგათ სექტებს შორის დაკადაკა

0.080729