ფეხბურთი

21:40 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონით გაიზარდა

ცნობილმა პორტალმა Transfermartk-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და გიორგი მამარდაშვილის ღირებულებამ მოიმატა.

22 წლის ქართველი მეკარის ფასი 5 მილიონი ევროთი გაძვირდა და ამჟამად ხსენებული ვებგვერდის შეფასებით 25 მილიონი ევრო ღირს. „ვალენსიას“ კიპერი მანამდე 20 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და მასზე მეტად მხოლოდ ხოსე გაიაა შეფასებული (40 მილიონი). გიორგი ფასით ასევე მეორე ადგილზეა საქართველოში და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება, რომლის ფასი Transfermartk-ზე 35 მილიონი ევროა. ლა ლიგაში გიორგი ფასით 45-ეა, მსოფლიოში 264-ე, 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის 28-ე, მეკარეებში კი მე-12.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა.

0.118681