„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ლიონელ მესი საწვრთნელ პროცესს 10 ნოემბერს დაუბრუნდება. ამის შესახებ L’Equipe იტყობინება.
არგენტინელ ფეხბურთელს აქილევსის ანთება დაუდგინდა, რის გამოც პსჟ-ს ბოლო მატჩი „ლორიანის“ წინააღმდეგ (2:1) გამოტოვა. როგორც ფრანგული მედია წერს, მესი „ოსერთან“ 13 ნოემბერს გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე ეს პარიზელთა ბოლო თამაში იქნება, შემდეგ კი მესი მთელ კონცენტრაციას მუნდიალზე მოახდენს.