ფეხბურთი

17:45 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი: "ჰომოსექსუალიზმი მენტალური დაზიანებაა"

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ელჩმა ხალიდ სალმანმა გერმანულ ტელევიზია ZDF-თან ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. როგორც მან თქვა ჰომოსექსუალიზმი მენტალური დაზიანებაა, რასაც უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ იქნება. მაგალითად ვილაპარაკოთ ჰომოსექსუალებზე. მთავარი ისაა, რომ ვინც აქ შემოვა, ჩვენი წესები უნდა მიიღონ. ეს ცოდვაა, ეს არის მენტალური დაზიანება“, - თქვა სალმანმა.

შეგახსენებთ, რომ კატარში ჰომოსექსუალიზმი კანონით აკრძალულია. მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და გახსნით მატჩში მასპინძელი კატარი ეკვადორის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.115981