ავტოსპორტი

17:14 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ბრაზილიის საპატიო მოქალაქე გახდა

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა ბრაზილიის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო. მას ეს წოდება ბრაზილიის ქვედა პალატის კონგრესმა მიანჭა, რის შემდეგაც, აღიარება თავისი ბავშვობის კერპს, მსოფლიოს საგმზის ჩემპიონ აირტონ სენას ხსოვნას მიუძღვნა.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა უკვე ერთ-ერთი თქვნგანი ვარ“, - ამ სიტყვებით მიმართა ჰამილტონმა თავის ფანებს, რომლებსაც 2008 წელს იმედი გაუცრუა, როდესაც ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლის ბოლო მოსახვევში, ჩემპიონის ტიტული წაართვა ბრაზილიელ ფელიპე მასას. ეს მისი პირველი ტიტული იყო.

მანვე გასულ სეზონში, ბრაზილიის დიდი პრიზის მოგების შემდეგ, შენელების წრეზე ბრაზილიის დროშა ააფრიალა, რითაც ბრაზილიელი ფანების გულები მოიგო. მოგვიანებით, დროშა კვარცხლბეკზეც ააფრიალა.

37 წლის ჰამილტონისთვის, ბრაზილიის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭების ინიციატივა კონგრესმენმა ანდრე ფიგუეირედომ მას შემდეგ შესთავაზა კონგრესს, რაც ბრიტანელმა ბრაზილიის რბოლა მესამედ მოიგო.

„ბრაზილიასთან ბევრი საოცარი მოგონება მაკავშირებს. განსაკუთრებით შარშანდელი რბოლაა. ვიცოდი-რა, რომ თქვენ მქომაგობდით, ეს მე დამატებითი შემართებით ვიბრძოლე“, - განცხადა ლურჯ ჟაკეტში გამოწყობილმა ჰამილტონმა.

0.111638