ფეხბურთი

15:36 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი: "ყატარის მუნდიალის მასპინძლად არჩევა შეცდომა იყო"

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა, განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უეფას მაშინდელმა თავკაცმა, მიშელ პლატინიმ, საფრანგეთის პრეზიდენტის თხოვნით, ხმა ყატარის კანდიდატურას მისცა.

„ყატარი პატარა ქვეყანაა და მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ძალიან მასშტაბური ღონისძიებაა. ყატარის მუნდიალის მასპინძლად არჩევა შეცდომა გახლდათ. წინასწარ დაიგეგმა, რომ 2018 წლის მსიფლიო თასი რუსეთში ჩატარდებოდა, 2022 წლისა კი - აშშ-ში. ეს მშვიდობის ჟესტი იქნებოდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის.

მაგრამ ფიფას გადამწყვეტ კონგრესამდე ერთი კვირით ადრე პლტინიმ დამირეკა და მითხრა, რომ ეს გეგმა ვეღარ იმუშავებდა. მიშელი საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ მიიწვია, რომელსაც წინა დღეს ყატარის პრინცთან ერთად ესადილა. „შეეცადე რაიმე გააკეთო ყატარისთვის, როცა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელს აირჩევენ.“ - უთქვამს სარკოზის პლატინისთვის.

შემდეგ მიშელმა მკითხა, როგორ მოვიქეოდი იგივე ჩემთვის პრეზიდენტს რომ ეთხოვა? მაგრამ შვეიცარიას პრეზიდენტი არ ჰყავს.

ასე მოხდა, პლატინის ხმით მუნდიალი ყატარს ერგო. ექვსი თვის შემდეგ კი ყატარმა საფრანგეთისგან 14,6 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავები შეიძინა.“ - ციტირებს ბლატერის სიტყვებს Voetbal International.

0.114156