ფეხბურთი

11:53 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი ევროპის საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერად დაასახელეს

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, Golden Boy Awards 2022-ის ნომინაციაში - „საუკეთესო ევროპელი მენეჯერი“ - გაიმარჯვა - გვამცნობს კლუბის ტვიტერის გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის მალდინიმ, მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა „მილანში“ გაატარა 1985-2009 წლებში. 2018-ში პაოლო კლუბის განვითარების დირექტორად, ერთი წლის შემდეგ კი ტექნიკურ დირექტორად დანიშნეს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 13 მატჩის შემდეგ, „მილანმა“ 29 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიდერი კი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110397