ფეხბურთი

10:12 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „სიმსუბუქე არ გვყოფნის და ეს ნორმალურია ამდენი ჩატარებული მატჩების შემდეგ“

პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ წაგების შემდეგ (2:3), მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„სიმსუბუქე არ გვყოფნის და ეს ნორმალურია ამდენი ჩატარებული მატჩების შემდეგ. ახლა სეზონის პირველი ნახევარი უნდა გავაანალიზოთ. მართალია, მარცხი გვაწუხებს, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატშიც კარგ სიტუაციაში ვართ და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავედით. ახლა მთავარია „კადისთან“ წარმატებით ვითამაშოთ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს AS.

ორშაბათს „რეალმა“ პირველად წააგო პრიმერას მიმდინარე სეზონში და 13 ტურის შემდეგ 32 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი კი „ბარსელონაა,“ რომელიც „სამეფო კლუბს“ ორი ქულით უსწრებს.

0.114142